2022 წლის 15 ნოემბერს გაიმართება V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“. კონფერენციის თემა: „სამართალი და უსაფრთხოება რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ მსოფლიოში“.
უფლებამოსილება:
კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერებსა და დოქტორანტებს.
კონფერენციის ენა: ინგლისური
ფორმატი: ფიზიკური დასწრება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (კ. ქუთათელაძის #3, თბილისი)

  • აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოა
  • მხარდაჭერა საცხოვრებლის პოვნაში
  • გამოქვეყნების შესაძლებლობები
  • მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატებს

 

გამოქვეყნების შესაძლებლობები:

  • Orbeliani Law Review
  • Journal of Development Studies
  • Orbeliani

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 30 სექტემბერი - კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადისა და რეზიუმეს წარმოდგენა
  • 5 ოქტომბერი - ინფორმირება კონფერენციაზე დაშვების შესახებ
  • 8 ნოემბერი - კონფერენციაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია
  • 15 ნოემბერი - კონფერენცია
  • 1 დეკემბერი - მასალების გადმოგზავნა გამოსაქვეყნებლად

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: lgs@sabauni.edu.ge