Governing Bodies

სარედაქციო კოლეგია

სარედაქციო კოლეგია შედგება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერებისაგან.

სარედაქციო კოლეგია შედგება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერებისაგან.

სარედაქციო კოლეგიის შემადგელობაში შედიან ჟურნალის მთავარი რედაქტორი და რედაქტორი.

სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.

სარედაქციო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს როგორც ონლაინ შეხვედრის, ისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სარედაქციო კოლეგიის წევრთა პოზიციის დაფიქსირებით.

სარედაქციო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მთავარი რედაქტორის ხმა.

სარედაქციო კოლეგიის ფუნქციებია:

  • სტატიების აკადემიური სტანდარტისა და სტატიების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა
  • ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრა
  • კონკრეტული სტატიების გამოქვეყნების შესახებ თანხმობის გაცემა

 

მთავარი რედაქტორი და რედაქტორი

ჟურნალს ჰყავს მთავარი რედაქტორი და რედაქტორი, რომლებსაც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

მთავარი რედაქტორი:

  • წარმართავს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას
  • ხელმძღვანელობს ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას
  • ანაწილებს ფუნქციებს სარედაქციო კოლეგიის წევრებსა და ჟურნალის სხვა პერსონალს შორის
  • თითოეული სტატიისთვის განსაზღვრავს რეცენზენტებს
  • წარმოადგენს ჟურნალს მესამე პირებთან ურთიერთობაში

რედაქტორი საქმიანობს მთავარი რედაქტორის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცვლის მას.