ავტორი და საავტორო უფლებები
ავტორი შეიძლება იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერი ან დოქტორანტი.
შემოსულ და გამოქვეყნებულ სტატიებზე დაცულია საავტორო უფლებები. ავტორთან დაიდება სპეციალური შეთანხმება საავტორო უფლებებზე.
ავტორი ვალდებულია ყველა ის პირი მიუთითოს სტატიის თანაავტორად, რომლებმაც წვლილი შეიტანეს კვლევის კონცეფციაში, დიზაინში, შესრულებასა და ინტერპრეტაციაში. ასევე უზრუნველყოს, რომ ყველა თანაავტორმა ნახოს საბოლოო ვერსია და თანხმობა განაცხადოს მის გამოქვეყნებაზე.
მესამე პირის მიერ საავტორო უფლებების შესახებ დავის შემთხვევაში პასუხისმგებელია ავტორი.
სტატიის მიღების წესი და პროცედურები
ჟურნალის ყოველი ნომრისათვის ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალის ოფიციალური გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, რის შესახებ ასევე ეცნობებათ სარედაქციო კოლეგიის წევრებს.
სტატია გამოგზავნილი უნდა იქნეს დადგენილ ვადებში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@orbelianilawreview.org .
სტატიას თან უნდა ახლდეს განცხადება სარედაქციო კოლეგიის სახელზე ავტორის აკადემიური ხარისხის, ინსტიტუციური აფილირებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
სტატიის გამოგზავნით ავტორი ადასტურებს, რომ ის გაეცნო და ეთანხმება ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას და წესებს.
მორიგ ნომერში გამოსაქვეყნებელ სტატიებს შეარჩევს მთავარი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის თანხმობით, სტატიის მეცნიერული ღირებულებისა და სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით, განურჩევლად ავტორის რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმოშობის, პოლიტიკური შეხედულებისა თუ სხვა ნიშნის მიხედვით.
სტატია უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ მოთხოვნებს და ეთიკურ სტანდარტს. სტატია, რომელიც შესრულებული არ იქნება ამ წესების დაცვით და რომელიც არ შეესაბამება პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს, არ განიხილება.
სტატია პირველ რიგში მოწმდება თემატიკის მიხედვით და ტექნიკური თვალსაზრისით, რის შემდეგაც ის მოწმდება ანტიპლაგიატის სისტემაში. ანტიპლაგიატის პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ სტატია გაიგზავნება რეცენზირებისათვის.
თუ სტატია არ აკმაყოფილებს სტატიისთვის განკუთვნილ ტექნიკურ მოთხოვნებს ან წარმატებით ვერ გაივლის ანტიპლაგიატის პროგრამას, იგი უბრუნდება ავტორს.
სტატიისთვის დადგენილი მოთხოვნები
სტატია დაწერილი უნდა იყოს ექსკლუზიურად ჟურნალისთვის და მანამდე გამოქვეყნებული არ უნდა იყოს მსოფლიოს არცერთ გამოცემაში.
სტატია უნდა ეხებოდეს სამართლის აქტუალურ პრობლემებს და უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ღირებულება. დასაშვებია სტატია ეხებოდეს სამართლის მომიჯნავე დარგებს.
ერთ სტატიას შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს ოთხი ავტორი.
სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 8 და არაუმეტეს 25 გვერდისა.
სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 8 და არაუმეტეს 25 გვერდისა.
სტატიაში წყაროთა დამოწმება ხდება კიდური აღნიშვნის (სქოლიო) გამოყენებით, ძირითად ტექსტს მიღმა, იმავე ფურცლის ქვედა კუთხეში. სქოლიოების ნუმერაციისას გამოიყენება არაბული ციფრები და რიცხვები უწყვეტი ნუმერაციით. ციტირებისა და წყაროთა დამოწმებისათვის გამოიყენება შემდეგი წესი:
ეთიკის სტანდარტი ავტორთათვის
ავტორი ვალდებულია დაიცვას ეთიკის სტანდარტი.
ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატია უნდა გამორიცხავდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმას.
სტატია არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას, უცენზურო და შეურაცხმყოფელ ფრაზებს.
ანტიპლაგიატი
სტატია არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას, უცენზურო და შეურაცხმყოფელ ფრაზებს.
ანტიპლაგიატის ელექტრონული სისტემა არის საინფორმაციო ტექნოლოგიური, ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც ტექნიკური დოკუმენტების ავთენტურობას ადგენს. სისტემურად იგი უზრუნველყოფს, მოიძიოს და მოახდინოს სხვა წყაროდან ამოღებული ინფორმაციის იდენტიფიცირება, ხელს უწყობს ტექსტის შეფასებას და უთითებს მათ მდებარეობას. ანტიპლაგიატის სისტემა ავლენს იმ იდენტურ ფრაგმენტებს, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში, ინტერნეტ რესურსებში.
ანტიპლაგიატის სისტემა ადარებს ყველა ატვირთულ დოკუმენტს შემდეგ მონაცემთა ბაზების წყაროებთან: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში არსებული დოკუმენტები; სხვა უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში არსებული დოკუმენტები; ინტერნეტრესურსები; RefBooks-ის მონაცემთა ბაზა; სამართლებრივ მონაცემთა ბაზა.
ავტორი ვალდებულია მიუთითოს ყველა ის წყარო, რომელიც გამოიყენა თავის ნაშრომში.
პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში ნაშრომი არ გამოქვეყნდება.
რეცენზირების წესი
ყოველი სტატიისთვის შეირჩევა ორი რეცენზენტი, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც სტატიის თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში გამოქვეყნებული აქვს შრომები.
რეცენზენტი უნდა იყოს ობიექტური, მიუღებელია ავტორის პირადი კრიტიკა.
შერჩეული რეცენზენტი, რომელიც თვლის, რომ ვერ შეძლებს რომელიმე სტატიის რეცენზირებას ან ვერ შეასრულებს დათქმულ ვადებში, ამის შესახებ დროულად უნდა აცნობოს ჟურნალის მთავარ რედაქტორს ან რედაქტორს და უარი თქვას რეცენზირებაზე.
სტატიის ავტორმა არ უნდა იცოდეს რეცენზენტების ვინაობა და არც რეცენზენტებმა - ავტორის ვინაობა.
რეცენზირების ვადა მოიცავს 1-4 კვირას.
რეცენზია სრულდება სპეციალური სარეცენზიო ფორმის საშუალებით.
რეცენზია შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
დადებითია რეცენზია, როდესაც რეცენზენტი:
უარყოფითია რეცენზია, როდესაც რეცენზენტი:
სურვილის შემთხვევაში, რეცენზენტს შეუძლია ავტორს მისცეს გარკვეული ტექნიკური თუ სხვა სახის რეკომენდაცია ან/და შენიშვნები.
სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად ჩაითვლება ორივე დადებითი რეცენზიის შემთხვევაში.
თუ ერთი რეცენზენტის შეფასება დადებითია, ხოლო მეორე - უარყოფითი, შენიშვნები ეგზავნება ავტორს. თუ ავტორი არ დაეთანხმება შენიშვნებს, სტატია ეგზავნება მესამე რეცენზენტს. სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ მესამე რეცენზენტის შეფასება იქნება დადებითი.
უარყოფითი რეცენზირების შემთხვევაში სტატია ჟურნალში არ გამოქვეყნდება და დაუბრუნდება ავტორს.
სტატიის გამოქვეყნება
რეცენზირების შემდეგ ხორციელდება სტატიების კორექტურა სტატიის ენობრივი, გრამატიკული და ტექნიკური ხარვეზების გასასწორებლად.
კორექტირებული სტატია ეგზავნება ავტორს და მიეცემა არაუმეტეს 1 კვირის ვადისა ტექსტის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებაზე თანხმობის მისაცემად.
ავტორის დასტურის შემდეგ სტატიების საბოლოო რედაქცია მათი მოკლე ანოტაციებით ეგზავნება სარედაქციო კოლეგიის თითოეულ წევრს მათი გამოქვეყნების შესახებ თანხმობის მისაღებად.
სარედაქციო კოლეგიის თანხმობის მიღების შემდეგ ჟურნალი დაკაბადონდება და იგზავნება დასაბეჭდად.
დაბეჭდილი ჟურნალების თითო ეგზემპლარი ეგზავნება სარედაქციო კოლეგიის წევრებს, ხოლო ორ-ორი ეგზემპლარი - ავტორებს.