სტატიების მიღება

ჟურნალი Orbeliani Law Review აცხადებს სტატიების მიღებას.

ავტორი შეიძლება იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერი ან დოქტორანტი.

სტატია დაწერილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე ექსკლუზიურად ჟურნალისთვის და მანამდე გამოქვეყნებული არ უნდა იყოს მსოფლიოს არცერთ გამოცემაში.

სტატია უნდა ეხებოდეს სამართლის აქტუალურ პრობლემებს და უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ღირებულება. დასაშვებია სტატია ეხებოდეს სამართლის მომიჯნავე დარგებს.

დეტალური ინფორმაცია სტატიისთვის წარდგენილი მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: ავტორთათვის

სტატიის გამოგზავნის ბოლო ვადაა აგვისტო 1, 2022.

სტატია უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@orbelianilawreview.org