ჟურნალის შესახებ

ჟურნალი „Orbeliani Law Review“ არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნის) ოფიციალური, საერთაშორისო, სამეცნიერო, რეფერირებადი და რეცენზირებადი პერიოდული გამოცემა სამართლის მიმართულებით. ჟურნალის მისიაა სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მის მიზნებს წარმოადგენს სამეცნიერო ღირებულების მქონე სტატიების გამოქვეყნება და მსოფლიოს ცნობილ მონაცემთა ბაზებში ადგილის დამკვიდრება.

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო უნიკალური კოდი: ISSN 2667-9663, ხოლო ელექტრონული გამოცემისთვის: E ISSN 2720-8664

ჟურნალი გამოიცემა ინგლისურ ენაზე წელიწადში არანაკლებ ერთჯერ.

ჟურნალი გამოიცემა მატერიალური ფორმით, ხოლო მისი ელექტრონული ვერსია განთავსდება ჟურნალის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.orbelianilawreview.org .

ჟურნალი არ არის მომგებიანი და მასში სტატიის გამოქვეყნება უფასოა.

ეთიკის სტანდარტი

ყველა ვალდებულია დაიცვას ეთიკის სტანდარტი.

ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატია უნდა გამორიცხავდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმას.

სტატია არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას, უცენზურო და შეურაცხმყოფელ ფრაზებს.

სარედაქციო კოლეგიამ და რეცენზენტებმა პატივი უნდა სცენ ავტორის ინტელექტუალურ დამოუკიდებულებას.

პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია.

კონფიდენციალურობა

გამოსაქვეყნებლად მიღებული ნებისმიერი სტატია განიხილება, როგორც კონფიდენციალური დოკუმენტი.

The Editorial Board is obliged not to disclose the information about the provided article and personal data of its author.  for electronic publication