რეცენზირების წესი

რეცენზირების წესი

ყოველი სტატიისთვის შეირჩევა ორი რეცენზენტი, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც სტატიის თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში გამოქვეყნებული აქვს შრომები.

რეცენზენტი უნდა იყოს ობიექტური, მიუღებელია ავტორის პირადი კრიტიკა.

შერჩეული რეცენზენტი, რომელიც თვლის, რომ ვერ შეძლებს რომელიმე სტატიის რეცენზირებას ან ვერ შეასრულებს დათქმულ ვადებში, ამის შესახებ დროულად უნდა აცნობოს ჟურნალის მთავარ რედაქტორს ან რედაქტორს და უარი თქვას რეცენზირებაზე.

სტატიის ავტორმა არ უნდა იცოდეს რეცენზენტების ვინაობა და არც რეცენზენტებმა - ავტორის ვინაობა.

რეცენზირების ვადა მოიცავს 1-4 კვირას.

რეცენზია სრულდება სპეციალური სარეცენზიო ფორმის საშუალებით.

რეცენზია შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.

დადებითია რეცენზია, როდესაც რეცენზენტი:

  • დადებითად აფასებს ნაშრომს და ნაშრომის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია
  • დადებითად აფასებს ნაშრომს და ნაშრომის მიმართ აქვს მცირე, ტექნიკური ხასიათის შენიშვნები ან
  • დადებითად აფასებს ნაშრომს და ნაშრომის მიმართ აქვს მცირე შენიშვნები, რომელთა გამოსწორებისთვისაც არაა საჭირო ორ კვირაზე მეტი.

უარყოფითია რეცენზია, როდესაც რეცენზენტი:

  • უარყოფითად აფასებს ნაშრომს და რეკომენდაციას არ უწევს მის დაბეჭდვას ან
  • უარყოფითად აფასებს ნაშრომს და იძლევა რეკომენდაციებს, რომელთა გამოსწორებაც არსებული ნაშრომის ფარგლებში, ნაშრომის ძირეული გადამუშავების გარეშე შეუძლებელია.

სურვილის შემთხვევაში, რეცენზენტს შეუძლია ავტორს მისცეს გარკვეული ტექნიკური თუ სხვა სახის რეკომენდაცია ან/და შენიშვნები.

სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად ჩაითვლება ორივე დადებითი რეცენზიის შემთხვევაში.

თუ ერთი რეცენზენტის შეფასება დადებითია, ხოლო მეორე - უარყოფითი, შენიშვნები ეგზავნება ავტორს. თუ ავტორი არ დაეთანხმება შენიშვნებს, სტატია ეგზავნება მესამე რეცენზენტს. სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ მესამე რეცენზენტის შეფასება იქნება დადებითი.

უარყოფითი რეცენზირების შემთხვევაში სტატია ჟურნალში არ გამოქვეყნდება და დაუბრუნდება ავტორს.