ანტიპლაგიატი

ყველა სტატია სავალდებულო წესით მოწმდება ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში - StrikePlagiarism.com. StrikePlagiarism.com.

ანტიპლაგიატის ელექტრონული სისტემა არის საინფორმაციო ტექნოლოგიური, ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც ტექნიკური დოკუმენტების ავთენტურობას ადგენს. სისტემურად იგი უზრუნველყოფს, მოიძიოს და მოახდინოს სხვა წყაროდან ამოღებული ინფორმაციის იდენტიფიცირება, ხელს უწყობს ტექსტის შეფასებას და უთითებს მათ მდებარეობას. ანტიპლაგიატის სისტემა ავლენს იმ იდენტურ ფრაგმენტებს, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში, ინტერნეტ რესურსებში.

ანტიპლაგიატის სისტემა ადარებს ყველა ატვირთულ დოკუმენტს შემდეგ მონაცემთა ბაზების წყაროებთან: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში არსებული დოკუმენტები; სხვა უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში არსებული დოკუმენტები; ინტერნეტრესურსები; RefBooks-ის მონაცემთა ბაზა; სამართლებრივ მონაცემთა ბაზა.

ავტორი ვალდებულია მიუთითოს ყველა ის წყარო, რომელიც გამოიყენა თავის ნაშრომში.

პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში ნაშრომი არ გამოქვეყნდება.